დახმარება

რატომ უნდა გადავიხადო შეკვეთის გაფორმებისთანავე?

შეკვეთის დამუშავება ხდება “პირველი შეკვეთა –  პირველი მომსახურება” პრინციპით. სასურველი შეკვეთის სწრაფად მიღების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია გადახდა განახორციელოთ შეკვეთიდან 60 წუთის განმავლობაში.

არის თქვენი ვებსაიტი უსაფრთხო?

დიახ! ნებისმიერ გვერდზე, სადაც მოგთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი ან სხვა ინფორმაცია, ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხო სოკეტის ფენას (SSL) ინფორმაციის დაშიფვრისთვის.

როდის გამოიგზავნება ჩემი შეკვეთა?

გადახდის დადასტურების შემდეგ, თქვენი შეკვეთის დამუშავებას და გამოგზავნას 24 საათამდე სჭირდება. არ მოიცავს შაბათ-კვირას ან ოფიციალურ დასვენების დღეებს. პარასკევს დღის 12 საათის შემდეგ შეძენილი ნივთები არ გამოიგზავნება მეორე დღეს (შაბათ – კვირას არ გვაქვს მიწოდების სერვისი), შესაბამისად, თუ თქვენ განახორციელებთ შეკვეთას პარასკევს დღის 12 საათის შემდეგ, თქვენი შეკვეთა გამოიგზავნება შემდეგ ორშაბათს.

როგორ განვახორციელო გადახდა? როგორ მუშაობს?

შეკვეთის შევსებისას უნდა აირჩიოთ გადახდის მეთოდი (ბარათით გადახდა, საბანკო გადარიცხვა ან კურიერთან გადახდა) ბარათით გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, ავტომატურად გადამისამართდებით საქართველოს ბანკის დაცულ ვებგვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები და დააჭიროთ ღილაკს გადახდა, განვადების არჩევის შემთხვევაში, ასევე გადამისამართდებით საქართველოს ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე სადაც შეავსებთ იმ ინფორმაციას რასაც ითხოვს ბანკი, საბანკო გადარიცხვის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, შეკვეთის განთავსების შემდეგ გამოგიჩნდებათ კომპანიის საბანკო რეკვიზიტები და შეკვეთს ნომერი, შეკვეთის ღირებულება უნდა გადმორიცხოთ კომპანიის საბანკო ანგარიშზე, გაითვალისწინეთ, აუცილებლად დანიშნულებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი.

რა ღირს მიწოდების სერვისი?

მიწოდების ღირებულება შეადგენს 5₾ -ს თბილისის მასშტაბით, რეგიონებში მიწოდების სერვისის საფასურია 7₾

როგორ დაგიკავშირდეთ?

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 574 90 11 80 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: info@upshop.ge

რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

ჩვენთან დარეგისტრირებით თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ და თვალყური ადევნოთ თქვენს შეკვეთებს თქვენი პროფილის გვერდზე. რეგისტრირებული წევრები ასევე სარგებლობენ ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და ქეშბექის სისტემით.

შემიძლია ჩემი პირადი ინფორმაციის რედაქტირება?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ თქვენი პირადი ინფორმაცია განყოფილებაში „ჩემი ანგარიში“ სისტემაში შესვლით.