Google Maps – განახლებული ლოგო

პოპულარულმა აპლიკაციამ – Google Maps – 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოგო განაახლა. ახალ დიზაინში Google-ის ძირითადი ფერებია გაერთიანებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია – CNN -მა გამოაქვეყნა. 

ახალი ლოგოს გარდა, სანავიგაციო პროგრამა მომხმარებელს დამატებით ახალ ფუნქციებსაც სთავაზობს, რომლებიც რეკომენდაციებსა და აღმოჩენებზეა დაფუძნებული. ესენია : “Saved”, “Contribute”, “Update”, “Explore”, “Commute”.

Saved – ჩაინიშნავს იმ ადგილებს, სადაც უკვე ვიყავით ან ვაპირებთ რომ ვეწვიოთ

Contribute – ფუნქცია მოგვცემს ერთგვარ რეკომენდაციებს ლოკაციების შესახებ

Explore – გამოყენებით, ვიპოვით ახლოს მდებარე, ღირსშესანიშნავ ადგილებს, რესტორნებსა თუ კაფეებს და ა.შ. 

Commute – გაგვიდვილებს ტრანსპორტირების პროცესს. მისი დახმარებით გავიგებთ თუ რომელ ქუჩებზეა საცობი. 

განახლებული აპლიკაციით სარგებლობა უკვე შეუძლიათ iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებს.

Pinterest ახალი ფუნქციით – ვირტუალური მაკიაჟი
მენიუ

ჩემი კალათა

დახურვა
ნანახი

ბოლოს ნანახი

Close

გვიხარია აქ რომ გიხილეთ !

თქვენი პერსონალური მონაცემები ამ ვებ-გვერდზე ყოფნის გასაუმჯობესებლად, ანგარიშის ხელმისაწვდომობის მართვისთვის და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გვერდზე აღწერილი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

გაქვთ ანგარიში?

გადახედვა

დახურვა

კატეგორიები

Newsletter