upshop.ge-ზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია ან მარტივი რეგისტრაცია
იხილეთ სურათი #1.

თუ უკვე რეგისტრირებული ხართ ჩვენი საიტის სისტემაში, ავტორიზაციის გვერდზე, ავტორიზაციის ველში შეიყვანეთ რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტა ან მომხმარებლის სახელი (ლათინური ასოებით).

იმ შემთხვევაში, თუ პირველად იმყოფებით ჩვენს საიტზე, ავტორიზაციის გვერდზე, რეგისტრაციის ველში, შეიყვანეთ მოქმედი ელ-ფოსტა და მოიფიქრეთ პაროლი. შემდეგ ნაბიჯზე კი ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი (ლათინური ასოებით). რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩვენს სისტემაში შეძლებთ ავტორიზაციის გავლას ელ-ფოსტის ან მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით.

იხილეთ სურათი #2.

პროდუქტის შესაძენად დააჭირეთ თქვენს მიერ სასურველ პროდუქტს, რომ შეხვიდეთ პროდუქტის დეტალურ გვერდზე.

იხილეთ სურათი #3.

თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის დეტალურ გვერდზე აირჩიეთ:

  1. პროდუქტის ფერი (იხილეთ სურათი #4-ის 1 პუნქტი);
  2. თქვენთვის სასურველი რაოდენობა (იხილეთ სურათი #4-ის მე-2 პუნქტი);

ნივთის შეძენა შეგიძლიათ როგორც კალათაში დამატებით (იხილეთ სურათი #4-ის მე-3 პუნქტი) რამოდენიმე სხვადასხვა ნივთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში (რომ დაფიქსირდეს როგორც 1 შეკვეთა), ასევე ღილაკ “ყიდვა”-ის მეშვეობით, თუ გსურთ მხოლოდ 1 პროდუქტის შეძენა (იხილეთ სურათი #4-ის, მე-3 პუნქტი).

იხილეთ სურათი #4.