მიწოდების პირობები

მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით

 

პროდუქტის მიწოდებას upshop.ge ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდა ვებ-გვერდიდან.

upshop.ge  ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია upshop.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. upshop.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.

პროდუქტის მოტანის შემთხვევაში upshop.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ კონკრეტული მიმწოდებლის საგარანტიო ტალონს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ.

upshop.ge პროდუქტის მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით განახორციელებს 2-5 სამუშაო დღის ვადაში (მიწოდების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის მეორე დღიდან). ამასთან, თუ საწყობის სამუშაო საათები სრულდება მითითებულ დროზე ადრე და საწყობი ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის მომზადებას ტრანსპორტირებისთვის, პროდუქტის ჩაბარება განხორციელდება მომდევნო კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის განხორციელებისას მითითებული მისამართი არის თბილისის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტირება განხორციელდება 2-5 სამუშაო დღის ვადაში (მიწოდების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის მეორე დღიდან).

თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაბრუნდება საწყობში და upshop.ge აღარ განახორციელებს ხელმეორედ პროდუქტის ტრანსპორტირებას.

მიტანის სერვისით მომსახურების საფასური:

თბილისი – 5 ლარი;

რეგიონები – 7 ლარი;

მიტანის სერვისი – მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს “აფშოპი”-ს ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს “აფშოპი” არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს “აფშოპ”-ს შესაბამის სამსახურს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

 

მიწოდებას ახორციელებს “საქართველოს ფოსტა” -ს კურიერები.

 

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის ბრალეულობით ვერ ხერხდება ნივთის ჩაბარება (მისამართზე არყოფნის გამო, შეკვეთისას მითითებულ ნომერზე ვერ დაკავშირების გამო, არასწორად მითითებული მისამართის გამო), აფშოპი აღარ განახორციელებს ხელმეორედ ნივთის ტრანსპორტირებას!

ასეთ შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

საინფორმაციო: 032 211 08 13
ელ-ფოსტა: contact@upshop.ge
ქარხნული წუნის შემთხვევაში: support@upshop.ge

მენიუ

ჩემი კალათა

Close
Viewed

ბოლოს ნანახი

Close

Great to see you here !

გაქვთ ანგარიში?

Quickview

Close

კატეგორია