Pinterest ახალი ფუნქციით – ვირტუალური მაკიაჟი

სოციალური ქსელი – Pinterest, მომხმარებელს ვირტუალური მაკიაჟის გაკეთების საშუალებას აძლევს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა, კოსმეტიკური პროდუქტის შეძენამდე, მყიდველს არჩევანის გაკეთების პროცესს გაუადვილებს. Pinterest – ის სიახლე AR ტექნოლოგიას ეფუძნება.

ახალ ფუნქციას Try On ეწოდება და საწყის ეტაპზე მომხმარებელს, მხოლოდ ტუჩსაცხის გამოცდის საშუალებას აძლევს. ვებ გვერდ – Techcrunch– ის ცნობით, Try On- ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციის მოსინჯვა, როგორებიცაა: Estée Lauder, Sephora, NYX Professional Makeup, YSL Beauté, L’Oréal, Lancôme და ა.შ. 

სელფის კამერის დახმარებით ტუჩსაცხის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია იგივე აპლიკაციის საშუალებით გადავიდეს ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე და შეიძინოს პროდუქტი. 

Try On ამერიკის მასშტაბით უკვე ხელმისაწვდომია როგორც, iOS -ს ასევე, Android – ის მომხმარებლისთვის. 

Google Maps – განახლებული ლოგო
მენიუ

ჩემი კალათა

დახურვა
ნანახი

ბოლოს ნანახი

Close

გვიხარია აქ რომ გიხილეთ !

თქვენი პერსონალური მონაცემები ამ ვებ-გვერდზე ყოფნის გასაუმჯობესებლად, ანგარიშის ხელმისაწვდომობის მართვისთვის და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გვერდზე აღწერილი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

გაქვთ ანგარიში?

გადახედვა

დახურვა

კატეგორიები

Newsletter